ქოლერის ეპიდემიის შედეგად ჰაიტიზე 200 კაცი დაიღუპა

ქოლერის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ჰაიტიზე 200 კაცს მიაღწია. ჰაიტის ხელისუფლების ინფორმაციით, 2600-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. ექიმები შიშობენ, რომ ეპიდემიამ შეიძლება მოიცვას მრავალრიცხოვანი კარვის ქალაქები, რომლებიც იანვარში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ აიგო. სტიქიის შედეგად 220 ათას კაცზე მეტი დაიღუპა და 1,5 მილიონი უსახლკაროდ დარჩა, ქოლერის ეპიდემიის ცენტრი დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის ჩრდილოეთით მდებარეობს.