ახალი ამბები პაკისტანში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა ოქტომბერი 25, 2010 ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა პაკისტანში, ბომბის აფეთქების შედეგად. შემთხვევა მოხდა ფენჯაბის პროვინციის ქალაქ პაკ პატანში მდებარე სუფისტური ტაძრის გარეთ. პოლიციის თანახმად, ბომბი, სავარაუდოდ, დამონტაჟებული იყო ტაძართან მდგარ მოტოციკლზე.