ავღანეთში ნატოს სამხედრო დაიღუპა

ნატოს უსაფრთხოების ხელშემწყობი საერთაშორისო ძალების (ISAF) ცნობით, ავღანეთის აღმოსავლეთში ნატოს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად. ISAF-ი არ ასახელებს დაღუპულის ეროვნებას. მიმდინარე წელს ავღანეთში ნატოს ძალებში მომსახურე 600-მდე სამხედრო დაიღუპა.