ჰილარი კლინტონი: აშშ-ს არ აშფოთებს ბუშერის ბირთვული რეაქტორი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს პრობლემა ირანში რუსეთის მიერ აშენებულ ბუშერის ბირთვული რეაქტორის თაობაზე. კლინტონის განცხადებით, ვაშინგტონისთვის პრობლემაა ის ბირთვული ობიექტები, სადაც აშშ-ის აზრით, ბირთვული იარაღის შესაქმნელად ირანი საიდუმლო პროგრამებს ახორციელებს, და რომ ირანი უფლებამოსილია მშვიდობიანი, სამოქალაქო მიზნებისთვის ბირთვული რეაქტორები ამუშაოს. ”ის არ არის უფლებამოსილი ჰქონდეს ბირთვული იარაღი”, - აცხადებ კლინტონი. ბუშერის რეაქტორი აგვისტოში ამუშავდა. ირანი აცხადებს, რომ 1000 მეგავატიანი სადგური ენერგიის გამომუშავებას 2011 წლის დასაწყისიდან შეუდგება. რეაქტორის გამდიდრებული ურანით მომარაგებას რუსეთი უზრუნველყოფს და თავადვე გააქვს მოხმარებული საწვავის ნარჩენები.