ინდონეზიაში დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში ცუნამისა და ვულკანური ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ ცოტა სამასამდე გაიზარდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ მენტავაის კუნძულების რეგიონში ცუნამის დარტყმის შედეგად დაიღუპა 282 ადამიანი. 400-ზე მეტი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ამასთან, 30 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა ფერფლით, ცხელი გაზითა და ნამსხვრევებით, მას მერე, რაც ცუნამის ზონიდან 1300 კილომეტრით დაშორებულ კუნძულ იავაზე ვულკანის ამოფრქვევა მოხდა.