რუსეთის შს-თა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი დღეს გაგრაში შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და შს-თა მინისტრს ლეონიდ ძიაპშბას. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, მხარეები არალეგალურ ავტობიზნესთან ერთობლივად ბრძოლაზე შეთანხმდნენ. სააგენტოს მოჰყავს ბაღაფშის სიტყვები იმის შესახებ, რომ თუ არალეგალური ავტობიზნესი არ აღიკვეთა, აფხაზეთი გატაცებული ავტომობილების სადგომად იქცევა.