გაეროს სამიტზე ეკოსისტემის დაცვის ხელშეკრულება დადეს

დელეგატებმა 193 ქვეყნიდან მიაღწიეს შეთანხმებას მსოფლიოში ტყის მასივების, მარჯნის რიფებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა ეკოსისტემების დაცვის შესახებ. ხელშეკრულება, რომელიც ათი წლით დაიდო, გაფორმდა იაპონიაში, ნაგოიაში. ხელისმომწერი სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, იმოქმედონ ეფექტიანად და დაუყოვნებლივ, რათა შეჩერდეს მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების დაკარგვა.