ნატოს გენერალური მდივანი მოსკოვში იმყოფება

ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი მოსკოვში მართავს მოლაპარაკებას, რომლის მთავარ თემადაც ავღანეთის საკითხში ნატოსა და რუსეთის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სახელდება. მოლაპარაკება წინ უსწრებს ნატოს ლისაბონის სამიტს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევიც დაესწრება. სამიტი 20 ნოემბერს იწყება.