ჩინეთის პრეზიდენტი დღეს პარიზში ჩავიდა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით

ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ძინტაო პარიზში ჩავიდა სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად. დღეს საღამოს ის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ხვდება. პეკინი და პარიზი ხელს მოეწერენ შეთანხმებებს ბირთვულ, საავიაციო და ენერგოტექნოლოგიის სფეროებში. ვიზიტი შემობრუნებაა ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ორი წლის წინ პრეზიდენტი სარკოზი იმუქრებოდა ბოიკოტით პეკინის ოლიმპიადის გახსნისადმი, ტიბეტში ჩინეთის პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად. ჰუს ვიზიტი ემთხვევა პერიოდს, როცა საფრანგეთი ემზადება ჩაიბაროს „დიდი ოცეულის“, წამყვანი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების ლიდერობა.