ჩინეთმა და საფრანგეთმა 20 მილიარდამდე დოლარის კონტრაქტები გააფორმეს

საფრანგეთში ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს ვიზიტის პირველ დღეს, ორი ქვეყნის კომპანიებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტებს, რომელთა ღირებულებაც 20 მილიარდ დოლარს აღწევს. კონტრაქტები პარიზში გამართულ ცერემონიაზე გააფორმეს. მათ შორის არის კონტრაქტი ირანისთვის Airbus-ის ტიპის 102 თვითმფრინავის მიწოდების შესახებ. დღეს უფრო ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აეროპორტში დახვდა ჩინელ კოლეგას. ეიფელის კოშკთან კი გაიმართა უფლებადამცველთა საპროტესტო აქცია. ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენელის" წარმომადგენელმა, ჟენევიევ გარიგომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საფრანგეთის მხარეს დღის წესრიგში არ შეუტანია ადამიანის უფლებების საკითხი.