ახალი ამბები პაკისტანის სამხრეთში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა ნოემბერი 05, 2010 პაკისტანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ყარაჩიში აფრენიდან რამდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა კერძო თვითმფრინავმა. ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით ყველა მათგანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა გახდა.