ავტომანქანის აფეთქების შედეგად ქირკუკში 25 ადამიანი დაიჭრა

ოცდახუთი კაცი დაიჭრა შაბათს მომხდარი ზედიზედ სამი დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ქირკუკში. აფეთქება მოხდა ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ხელმძღვანელი პირების საცხოვრებელი სახლების შორიახლოს. კავშირის ხელმძღვანელია ერაყის პრეზიდენტი ჯალალ ტალაბანი. მულტიეთნიკური ქალაქი ქირკუკი ნავთობით მდიდარ ერაყის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც არაბების, თურქმენებისა და ქურთების დაპირისპირების მთავარ ცენტრს წარმოადგენს.