საქართველოში ქალთა ახალი კოლონია გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს რუსთავში, ქალთა ახალი კოლონიის შენობა გახსნა. კომპლექსის ძირითადი კორპუსი, სადაც განთავსებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ნაწილი და სხვა დამხმარე ნაგებობები, - 1020 მსჯავრდებულზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში გამორიცხული არ არის, რომ რუსთავის ქალთა კოლონიაში ფუნქციონირება დაიწყოს სამკერვალომ და გაიხსნას საცხობი.