საქართველოში პატიმართა საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა

პატიმართა საქველმოქმედო ფონდი პატიმრებს და მათ ოჯახებს სოციალურად და სამართლებრივად დაეხმარება. ფონდის შექმნის იდეა საზოგადოებრივი მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ეკუთვნის. როგორც მოძრაობის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განუცხადა ჟურნალისტებს, ფონდის შექმნა პატიმართა უფლებების დაცვას და მათ დახმარებას ისახავს მიზნად. შესაბამისი თანხების მოზიდვის მიზნით, ჩატარდება საქველმოქმედო აქციები, იარსებებს სატელეფონო ნომრები, რომლითაც მსურველებს ფონდისათვის დახმარების გაწევა შეეძლებათ. ფონდს 40-მდე დამფუძნებელი ჰყავს, რომელთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პატიმრების უფლებების დამცველების და ასევე თავად პატიმართა ოჯახის წევრები.