გრიგოლ ვაშაძე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა დაკავებას გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა დაკავებას გამოეხმაურა და რუსეთის კიდევ ერთი მარცხი უწოდა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ”საქართველოს მოქალაქეებმა დაამტკიცეს, რომ ქვეყანაში რუსული ჯაშუშური ქსელი ვეღარასოდეს იარსებებს, რადგან საქართველო პატრიოტების ქვეყანაა და ოკუპანტებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს”. რაც შეეხება მოსკოვის პოზიციას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ”რუსეთი ცდილობს ჯაშუშური სკანდალიდან ყურადღების გადატანას ეუთოს და ნატოს სამიტებზე და საერთოდ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ფართო კონტექსტზე".