დღეს 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა შეიკრიბნენ

საქართველოში საარჩევნო გარემოს შეცვლის ინიციატორი 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დღეს ”თავისუფალი დემოკრატების” ოფისში, დახურულ კარს მიღმა შეიკრიბნენ. საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების დაწყების საკითხი ორშაბათს საღამოს განიხილებოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერთა შეხვედრისას. გუშინდელი კონსულტაციის შედეგები 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დღეს შეაჯამეს. მოგვიანებით მათ შეხვედრას შეუერთდნენ NDI-ს, IRI-ს და საერთაშორისო საარჩევნო სისტემების ხელმძღვანელები.