ავღანეთში ოთხი მეამბოხე დააკავეს

ნატოს სარდლობით მოქმედმა სამხედრო ძალებმა ავღანეთში ოთხი მეამბოხე დააკავეს. სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად გაირკვა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ქაბულიდან საუდის არაბეთის მიმართულებით რეისს ასრულებდა, თალიბანის ერთ-ერთი საველე მეთაური იმყოფებოდა. თვითმფრინავი, რომელიც კომერციულ რეისს ასრულებდა, ქაბულის აეროპორტში დააბრუნეს. სამხედროების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ალ-ყაიდასთან დაკავიშრებული ერთ-ერთი ავღანური ექსტრემისტული ჯგუფის „ხაკანის“ აქტივისტი აღმოჩნდა.