ყირგიზეთის პრეზიდენტმა თავის მოკავშირე პარტიას სთხოვა მმართველი კოალიციის შექმნა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ თავის მოკავშირე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კოალიციური მთავრობის შექმნა სთხოვა. სოციალ-დემოკრატები ოტუნბაევას პროდასავლურ, ზომიერ კურსს ემხრობიან. ყირგიზეთის პარლამენტი გუშინ შეიკრიბა პირველ სხდომაზე, 10 ოქტომბერს გამართული არჩევნების შემდეგ. არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი საპარლამენტო მანდატი ერგო ნაციონალისტურ პარტია ატა-იურტს, რომელსაც სოციალ-დემოკრატები მოჰყვებიან, მაგრამ არც ერთს არ რგებია მანდატების ნახევარზე მეტი, რის გამოც პრეზიდენტმა ერთ-ერთ პარტიას კოალიციის შექმნა უნდა დაავალოს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 15 დღის მანძილზე დაასახელოს. ყირგიზეთის პარლამენტში სულ ხუთი პარტიაა წარმოდგენილი.