დეპუტატებმა რეგისტრაციაში გაატარეს მედიამფლობელობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონპროექტი

ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც მედიამფლობელების ოფშორულ ზონაში დარეგისტრირების აკრძალვას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ისაუბრებს. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ იურიდიულ კომიტეტს კანონპროექტის განხილვაში ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართვა დაავალა.