საომარი დანაშაულის საკითხთა პროკურორი სერბიაში ჩავიდა

გაეროს საომარ დანაშაულთა სასამართლოს ყოფილი იუგოსლავიის საქმეთა პროკურორი, სერჟ ბრამერცი ჩავიდა ბელგრადში, რათა შეაფასოს სერბიის მცდელობა, დააკავოს საომარ დანაშაულში ეჭვმიტანილი რადკო მლადიჩი. მლადიჩის მიკვლევა ევროკავშირში სერბიის გაწევრიანების მთავარი პირობაა. ბრამერცმა ადრე სერბიის ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ ეჭვმიტანილი მათთვის ხელმისაწვდომიაო. სერბია აცხადებს, რომ ის ყველაფერს აკეთებს მლადიჩის მისაგნებად.