სტუმრად ჩვენს ეთერში: ვასილ ჭყოიძე

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორი ვასილ ჭყოიძე

17 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 16 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაზე - ”საქართველოში არსებული ვითარების შესახებ”. ვასილ ჭყოიძეს მიაჩნია, რომ დოკუმენტის არასავალდებულო სტატუსის მიუხედავად, მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ტერიტორიების ოკუპირებულად დასახელება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ სარეკომენდაციო ხასიათის პოლიტიკურ დოკუმენტში. რეზოლუციის ბოლო პუნქტში ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას გააგრძელონ ძალისხმევა კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად და ხელი შეუწყონ დემოკრატიული რეფორმების გატარებას ყველა სფეროში, განსაკუთრებით იმ რეფორმებისა, რომლებიც ოპოზიციის ჩართულობას გულისხმობს.