საქართველოში ხანძრის ახალი კერები ჩნდება

ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თიანეთში. ტყის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ზურა ყელიხაშვილის განცხადებით, ტყეში ცეცხლის გავრცელების ფართობი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ხანძრის კერების ჩასაქრობად ბრძოლა გრძელდება ზეკარში, თელავის რაიონის ტყეებში, მესტიასთან, იფარის ტყეში და ფასანაურში. ზურა ყელიხაშვილის თქმით, კერების უმეტესობა თითქმის ლოკალიზებულია. საქართველოს ტყეებში ხანძრები ექვსი დღის წინ გაჩნდა.