იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აშშ-ში ჩაიყვანეს

იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე, ვიქტორ ბუტი, ტაილანდიდან ნიუ-იორკში ჩაიყვანეს, რათა იქ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ტერორიზმის ბრალდებით. საბჭოთა პერიოდის საჰაერო ოფიცერს - რომელსაც „სიკვდილით მოვაჭრესაც“ უწოდებენ - აშშ-ში ბრალს წაუყენებენ 1990-იანი წლებიდან იარაღის მიწოდებაში დიქტატორებისთვის აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტურ რეგიონებში. რუსეთი ბუტის ტაილანდიდან ექსტრადიციას უკანონოს და აშშ-ს მხრიდან „უპრეცედენტო“ ზეწოლის შედეგს უწოდებს.