ირანის პრეზიდენტი: ”აშთიანის საქმეს ჯერ კიდევ იძიებენ”

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აზერბაიჯანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცოლქმრულ ღალატში ბრალდებული საქინე მოჰამადი-აშთიანის საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია. აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ ირანის მართლმსაჯულების ორგანოები ”აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ”. ბოლო ხანს გავრცელებულმა ცნობებმა იმის თაობაზე, რომ საქინე მოჰამადი-აშთიანის უახლოეს დღეებში სიკვდილით დასჯიდნენ, ბევრ ქვეყანაში პროტესტი გამოიწვია. უფლებადამცველებმა ირანის ხელისუფლებას აშთიანის საქმის გადახედვისკენ მოუწოდეს. ბრაზილიამ გამოთქვა მზადყოფნა სიკვდილმისჯილ ირანელ ქალს თავშესაფარი მისცეს.