პაკისტანში 6 კაცი ემსხვერპლა საავიაციო იერიშს

პაკისტანის დაზვერვის ინფორმაციით, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ გაშვებული რაკეტები მოხვდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სახლს, რის შედეგადაც ექვსი კაცი დაიღუპა. ასოშიეიტიდ-პრესის ინფორმაციით, ინცინდენტი მოხდა ჩრდილოეთ ვაზირისტანის უკონტროლო სოფელ ხადიში, რომელიც ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. როგორც იუწყებიან, დაღუპულთა შორის სამი მეამბოხეა, დანარჩენი კი - ადგილობრივი მცხოვრები, რომლებმაც მეამბოხეები შეიფარეს.