ავღანეთში ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა

ნატოს განცხადებით, ავღანეთში მრავალეროვანი სამხედრო ძალების ორი ჯარისკაცი დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად. როგორც იუწყებიან, ჯარისკაცები ორშაბათს დაიღუპნენ სამხრეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. გავრცელებულ ინფორმაციაში სხვა დეტალები არ არის დაზუსტებული, არც დაღუპულთა ეროვნებას ასახელებენ.