კამბოჯაში ხუთშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადეს

კამბოჯაში ხუთშაბათი, 25 ნოემბერი, ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა ქვეყნის დედაქალაქ პნომპენში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. წყლის სამდღიანი ფესტივალის ბოლოს ხიდზე მომხდარი ჭყლეტისას 350-მდე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ოფიციალური პირების ვარაუდით, ფესტივალზე ორ მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ჭყლეტის მიზეზი. ვარაუდობენ, რომ ვიღაცამ იყვირა, ხიდი ინგრევაო.