მიხეილ სააკაშვილი მოლდოვაში ჩავა

მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგიდან მოლდოვაში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მიხაი გიმპუს შეხვდება. სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, მოლდოვის ექსპრეზიდენტმა, კომუნისტური პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ვორონინმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.