აშშ და სამხრეთი კორეა აპირებენ ერთობლივი საზღვაო წვრთნის ჩატარებას

აშშ და სამხრეთი კორეა შაბათ-კვირას ერთობლივი საზღვაო წვრთნის ჩატარებას აპირებენ. სამხრეთ კორეაში აშშ-ის ძალების სარდალი აცხადებს, რომ ერთობლივი სამხედრო წვრთნა სამშაბათს ჩრდილოეთ კორეის მიერ თავდასხმის განხორციელებამდე იყო დაგეგმილი. ამასთან, აშშ აცხადებს, რომ ერთობლივი წვრთნა იქნება აშშ-ის ერთგულების დემონსტრირება თავისი მოკავშირის მიმართ. სამშაბათს სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის ლიდერს განუცხადა, რომ აშშ თავისი მოკავშირის ”მხარდამხარ” დგას.