ახალ ზელანდიაში დაკარგული 29 მაღაროელი დაღუპულად გამოაცხადეს

ახალ ზელანდიაში 29 მაღაროელი, რომელიც გასულ კვირაში მომხდარი აფეთქების გამო ქვანახშირის მაღაროში დარჩა, დღეს ოფიციალურად დაღუპულად გამოაცხადეს. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მაღაროელების გადარჩენის იმედი მას შემდეგ გადაიწურა, რაც მაღაროში მეორე, უფრო მძლავრი აფეთქება მოხდა. დაღუპულთა შორის 24 ახალზელანდიელია, ორი - ბრიტანელი, ორი - ავსტრალიელი და ერთი - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე.