საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 19-17 დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრები. გადამწვეტი ლელო მატჩის ბოლო წამებზე ნაკრების წევრმა ლექსო გუგავამ გაიტანა. საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა დღეს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. ერთი კვირით ადრე ქართველმა მორაგბეებმა კანადის ნაკრებს სძლიეს და ერთი ნაბიჯით დაწინაურდნენ მსოფლიო რეიტინგში.