დაღესტანში პოლიციელი და ჯარისკაცი მოკლეს

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით ერთი პოლიციის ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა დაღესტანში მომხდარი ორი შეტაკების შედეგად. დაღეტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის ვიჩესლავ ჰასანოვის თქმით, შეიარაღებულმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა რკინიგზის ახლოს ააფეთქეს და შემდეგ ალყიდან ცეცხლი გასუხსნეს ჯარისკაცებს, რომლებიც ინცინდენტის ადგილზე მივიდნენ. პოლიციის ოფიცერს კი პარასკევს ხასავიურტში დაესხნენ თავს. მძიმედ დაჭრილი ოფიცერი გზაში გარდაიცვალა.