პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მომხდარ ავიაკატასტროფას სულ ცოტა 12 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მომხდარ ავიაკატასტროფას სულ ცოტა 12 ადამიანი ემსხვერპლა. ავიაკომპანია Sunway-ს სატვირთო თვითმფრინავმა „ილ-76“-მა წუხელ განიცადა ავარია, რომლის შედეგადაც ეკიპაჟის 8 წევრი და სამი ადგილბრივი მოსახლე დაიღუპნენ. თვითმფრინავი, რომელიც ხართუმში მიემართებოდა, აფრენიდან ორი წუთის შემდეგ ჩამოვარდა საცხოვრებელ რაიონში. მძლავრი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მიმდებარე ოცამდე სახლი. ავიაკომპანიის შესახებ სხვადასხვა ცნობა ვრცელდება, ზოგი ცნობით, ის საქართველოშია რეგისტრირებული. ზოგი სააგენტოს თანახმად კი, Sunway რუსეთის კომპანიაა.