აღმოსავლეთ ინდოეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ინდოეთში, ორისის შტატში, სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა, როცა უცნობმა პირებმა ააფეთქეს სასწრაფო დახმარების მანქანა. მსხვერპლთა შორისაა ორი ქალი და ერთი ბავშვი. ჯერჯერობით ტერაქტისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. თავდასხმა მოხდა რეგიონში, რომელიც მაოისტ მეამბოხეთა დასაყრდენად ითვლება.