რიო დე ჟანეიროში გრძელდება სპეცოპერაცია ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ

რიო დე ჟანეიროში გრძელდება სპეცოპერაცია ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ, რომლებიც ღატაკთა რაიონ ალემაოს აფარებენ თავს. დღეს ამ რაიონში პოლიციის ელიტური ქვედანაყოფები და ჯარები შევიდნენ ჯავშანტრანსპორტიორებისა და ვერტმფრენების მხარდაჭერით. მათ წინ აღუდგება დანაშაულებრივი დაჯგუფებების სულ ცოტა 500-მდე წევრი.