ჰაიტიში პრეზიდენტობის 18 კანდიდატიდან 12-მა მოითხოვა კვირას გამართული არჩევნების შედეგების გაუქმება

ჰაიტიში პრეზიდენტობის 18 კანდიდატიდან 12-მა მოითხოვა კვირას გამართული არჩევნების შედეგების გაუქმება. ერთობლივ განცხადებაში კანდიდატები ხელისუფლებას ბრალს სდებენ ფართო მასშტაბის გაყალბებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ჯუდ სელესტენის სასარგებლოდ. მას მხარს უჭერდა მიმავალი პრეზიდენტი რენე პრევალი.