შვეიცარიაში სახალხო რეფერენდუმი გაიმართა დამნაშავე უცხოელთა დეპორტაციის შესახებ

შვეიცარიელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა წინადადებას იმ უცხოელთა ავტომატური გასახლების შესახებ, რომლებიც მათ ქვეყანაში მძიმე დანაშაულს ჩაიდენენ. ინიციატივას, რომელიც შვეიცარიის მემარჯვენე-რადიკალურმა სახალხო პარტიამ წარმოადგინა, სახალხო რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეთა 53 პროცენტი მიემხრო. შვეიცარიის კანონმდებლობაში ცვლილებების თაობაზე წინადადება ითვალისწინებს ასევე იმ უცხოელთა დეპორტაციასაც, რომლებიც შემჩნეული იქნებიან თაღლითობაში სახელმწიფო სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით.