84 წლის ასაკში გარდაიცვალა კომედიური ჟანრის მსახიობი ლესლი ნილსენი. კანადაში დაბადებული მსახიობი ოთხმოციან წლებში გახდა ცნობილი, როდესაც მისი მონაწილეობით ეკრანებზე გამოვიდა პაროდიული ფილმი ”აეროპლანი!” ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია ”შიშველი პისტოლეტის” ფილმების სერიით.