ეუთო თბილისსა და ცხინვალს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

ეუთო თბილისსა და ცხინვალს კონფლიქტის დასაძლევად შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ასტანაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ეუთოს კონფლიქტების აღკვეთის ცენტრის დირექტორმა ჰერბერტ ზალბერმა. მისივე თქმით, ეუთოს ვერ ექნება მკვეთრი პოზიცია იმის თაობაზე, თუ რა სტატუსი უნდა ჰქონდეთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, რომლებიც საკუთარ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს უწოდებენ.