ოპოზიციური პარტიები თბილისში მომხდარი აფეთქებების დეტალურ გამოძიებას ითხოვენ

თბილისში 28 ნოემბერს მომხდარი აფეთქებების ობიექტურად გამოძიება მოითხოვა ”ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ”. მის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიება აუცილებელია იმისთვისაც, რომ პოლიტიკური მოტივაცია გამოირიცხოს. თბილისში მომხდარი აფეთქებები დაგმო ”ქართულმა პარტიამ”, რომელმაც სამართალდამცავებისგან სასწრაფო გამოძიება მოითხოვა.