სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ჩუგოშვილი

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი. მან ილაპარაკა მრგვალ მაგიდაზე, რომელზეც განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესები და რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ”ახალგაზრდა იურისტები” არიან. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ამ წესების მიხედვით, რეინტეგრაციის სამინისტროს უფრო მეტი უფლებები ენიჭება, ვიდრე ეს კანონითაა განსაზღვრული.