მსოფლიო ბანკის ეგიდით გამართული კონფერენცია ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე შეაჯამა

საქართველო რეფორმების ექსპორტირების თვალსაზრისით, რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის - ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მან მთავრობის სხდომაზე შეაჯამა თბილისში, მსოფლიო ბანკის ეგიდით გამართული ორდღიანი კონფერენცია, რომელშიც 30 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ნიკა გილაურის განცხადებით, კონფერენციის მონაწილეებმა შეისწავლეს ფინანსთა, შს-თა და იუსტიციის სამინისტროებში განხორციელებული რეფორმები და ”ბევრი მათგანის კოპირებას საკუთარ ქვეყნებში აპირებენ”.