ირაკლი ალასანია ომით დაზარალებული სოფლების დასახმარებლად მთავრობისგან 15 მილიონ ლარს ითხოვს

პარტია “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტისა და მთავრობისგან მოითხოვს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მდებარე სოფლების დასახმარებლად მათი სარეზერვო ფონდებიდან 15 მილიონი ლარი გასცენ. თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად ათობით სოფელი დაცლის პირასაა. ალასანიას თქმით, არაერთხელ მიმართვის მიუხედავად, ხელისუფლება თავს არიდებს მისი უშუალო მოვალეობის შესრულებას და აგვისტოს ომით დაზარალებული სოფლების მოსახლეობაზე პასუხისმგებლობას იხსნის. თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ამ სოფლების დაცლა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.