თურქეთი და ისრაელი ცდილობენ ურთიერთობაში კრიზისი დაძლიონ

თურქეთის და ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა გამართეს ჟენევაში, რათა დაძლიონ ორი ქვეყნის ურთიერთობაში კრიზისი, რომელიც მოჰყვა ისრაელის სიხლიან თავდასხმას ჰუმანიტარულ გემზე, რომელზეც თურქეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ და რომელსაც ტვირთის ღაზაში ჩატანა სურდა.მოლაპარაკება მოჰყვა თურქეთის მიერ ისრაელში ტყის ხანძართან საბრძოლველად ორი შვეულმფრენის გაგზავნას. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანონიმმა წარმომადგენელმა მხოლოდ დაადასტურა, რომ შეხვედრა შედგა. მოლაპარაკების დეტალები უცნობია.