დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 50 თეთრი ხდება

დღიედან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 50 თეთრი იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, ლევან კოპლატაძის ინფორმაციით, დედაქალაქში 580 ათას ადამიანს - სოციალურად დაუცველ პირს მგზავრობის საფასური არ გაუძვირდება. ელექტრონული ბარათებით სარგებლობის შემთხვევაში, იმავე დღეს ბარათის მეორედ გამოყენების დროს, მგზავრობის საფასური 30 თეთრი იქნება, ყველა მომდევნო მგზავრობა კი 20-20 თეთრი. მგზავრობის საფასურის გაზრდას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ქალაქის მთავრობამ მგზავრობის თანხის გაძვირება საწვავზე ფასების მომატებით ახსნა.