აშშ გმობს ვიკილიკსის მიერ მნიშვნელოვანი ობიექტების სიის გამოქვეყნებას

აშშ-ის ოფიციალური პირები გმობენ ვიკილიკსის ხელით, აშშ-ის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანად შეფასებული ობიექტების სიის გამოქვეყნებას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნება იგივეა, ალ ყაიდის ყაიდის ჯგუფებს სამიზნე ობიექტების სია ჩააბარო. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ეს სია აშშ-ის მთავრობას მოპარეს, და რომ სიის გამოქვეყნება ზიანს მიაყენებს აშშ-ის მეგობრებს და პარტნიორებს.