ნანი ბრეგვაძე მოსკოვში კონცერტს ჩაატარებს

მოსკოვში 24 დეკემბერს ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩატარდება. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" მომღერალმა განუცხადა, რომ მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურის სასახლეს კონცერტზე თანხმობა ცოტა ხნის წინ მისცა. ”მითხრეს, რომ ამ კონცერტს პოლიტიკური მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა, უნდა ვიკითხო სამინისტროში, მაქვს თუ არა ამის უფლება და ცუდ რამეს ხომ არ ვშვრები” - თქვა ნანი ბრეგვაძემ.