საფრანგეთში მამაკაცმა მძევლები აიყვანა საბავშვო ბაღში

საფრანგეთიდან გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდა კაცმა მძევლად აიყვანა რამდენიმე ბავშვი და მათი მასწავლებელი ბეზანსონში. ეს ქალაქი აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარეობს. პოლიციისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თავდამსხმელი, 17 წლის კაცი, ორი მახვილით არის შეიარაღებული და საბავშვო ბაღში ჰყავს დაკავებული 15-მდე ბავშვი.