ავღანეთში 14 ადამიანი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად

ავღანეთში, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა გზის პირას ჩადებულ ბომბზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად. ჰერათის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქება მოხდა ამ პროვინციაში, თურქმენეთის საზღვრის მახლობლად.