კოტ-დ'ივუარში შეტაკებებისას 20 ადამიანი დაიღუპა

აშშ-მ, საფრანგეთმა და აფრიკის კავშირმა ულტიმატუმი წაუყენეს კოტ-დ'ივუარის პრეზიდენტ ლორან გბაგბოს და მოსთხოვეს ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციონერ კანდიდატ ალასანე უატარუსათვის. საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ უატარუს მიიჩნევს ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნების გამარჯვებულად. მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები ოპოზიციას მასობრივ დარღვევებში და არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ხუთშაბათს მომხდარი შტაკებებისას სულ ცოტა ოცი ადამიანი დაიღუპა. ამ მოვლენების შედეგად პოლიტიკური ქაოსი გაძლიერდა ქვეყანაში, რომლის ერთ დროს აყვავებული ეკონომიკა 2002-2003 წლების სამოქალაქო ომმა გაანადგურა.